ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კომენიუსის უნივერსიტეტის პროგრამა

განცხადებები

კომენიუსის უნივერსიტეტის (ბრატისლავა, სლოვაკეთი) პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტი იწყებს განაცხადების მიღებას დოქტორანტთა და პოსტ-სადოქტორო მკვლევართაგან 1 ან ორსემესტრიანი კვლევითი ვიზიტების განსახორციელებლად. 

დეპარტამენტის თანამშრომლები პროგრამის მონაწილეებს გაუწევენ კვალიფიციურ ხელმძღვანელობას და კონსულტაციებს შემდეგ თემებზე: გარდამავალი ეტაპი დემოკრატიისა და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური პროცესები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და ახალი წევრი ქვეყნების როლი ევროკავშირში, ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობა.

2011/2012 წლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საგანაცხადო დოკუმენტაცია (CV, დაგეგმილი კვლევის პროექტი) უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: Dr. Marek Rybar - rybar@fphil.uniba.sk

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ მიიღონ სტიპენდია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისგან. ამისთვის საჭიროა ფონდში დამატებითი განაცხადის გაგზავნა 2011 წლის 31 იანვრამდე.

 

ბანერები