ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კინოს ჩვენება ილიაუნიში მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

PEACE ONE DAY

21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

მშვიდობის საერთაშორისო დღის იდეა გაჩნდა 1999 წელს, როდესაც რეჟისორმა Jeremy Gilley-მ გადაწყვიტა ერთი დღე მშვიდობისთვის მიეძღვნა. მისია იყო შემდეგი: კალენდარზე დაფიქსირებულიყო ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობაზე უარის თქმის ერთი კონკრეტული დღე.

მიზანი მიღწეულ იქნა ორი წლის შემდეგ, როდესაც გაეროს 192-მა წევრმა ქვეყანამ 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ ცნო. ეს თარიღი მოიაზრებს არა მარტო მშვიდობას ერებს შორის, არამედ ძალადობაზე უარის თქმას ჩვენს საზოგადოებაში, ოჯახებსა და სკოლებში. ამდენად, ამ აქტივობაში ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

წელს საქართველო მშვიდობის დღეს პირველად უერთდება. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა ამ დღისა და მისი მხარდამჭერებისადმი მიძღვნილი ჯერემი გილის დოკუმენტური ფილმის - "დღე მშვიდობის შემდეგ" (1,17 საათი) - ჩვენება, იქნება დისკუსია თემაზე, თუ რატომ უნდა გაერთიანდნენ ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მშვიდობის მხარდასაჭერად.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღევანდელ დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. მაგალითად, პარიზში, "კრისტიან დიორის" მხარდაჭერით ეწყობა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Lenny Kravitz, Keziah Jones და სხვა.
გერმანიაში სპორტული ინვენტარის ორი უძლიერესი ბრენდი "PUMA" და "Adidas" დიდხნიანი "ცივი ურთიერთობის" შემდეგ ერთი დღით დამეგობრდებიან და ამხანაგურ მატჩს ფეხბურთში გამართავენ. თურქეთში დიდ სავაჭრო ცენტრში ასობით ადამიანმა ერთად იცეკვა და საერთაშორისო მშვიდობის დღეს ამგვარად გამოეხმაურა, იაპონიაში მშვიდობის ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა და ა.შ.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
A კორპუსი, 101-ე აუდიტორია, 18:00 სთ.
დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები