ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კემბრიჯის თანამედროვე ხელოვნების სემინარი

 

11-17 ივლისი 2009
კემბრიჯის ლიტერატურული სემინარი წლების განმავლობაში თავს უყრიდა თანამედროვე ბრიტანელ მწერლებსა და კრიტიკოსებს, სთავაზობდა სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებს მათთან დებატების თუ განხილვების შესაძლებლობას და ეხმარებოდა ლიტერატურაში არსებული შეხედულებების ახალი თვალით დანახვაში.
მათ ვისაც სემინარზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ აღიარებენ, რომ სემინარმა გარკვეულწილად განსაზღვრა მათი კარიერა და ახალი თვალით დაანახა მწერლობაში არსებული მიმართულებები.
სემინარი ეწყობა ბრიტანეტის საბჭოს ლიტერატურული დეპარტამენტის მიერ. მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მწერლებმა, თარჯიმნებმა, კრიტიკოსებმა, მასწავლებლებმა, ბიბლიოთეკარებმა, დიქტორებმა, რედაქტორებმა და ყველა იმ პიროვნებამ, ვინც პროფესიულად დაკავშირებულია ლიტერატურულასთან.
სემინარზე დასწრებისათვის აუცილებელია ინგლისურის კარგად ცოდნა. საცხოვრებელი ადგილის, კვებისა და სემინარზე რეგისტრაციის ხარჯებს აანაზღაურებს ღონისძიების ორგანიზატორი მხარე (დაზღვევის, საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრობის ხარჯების გამოკლებით).
ვრცლად სემინარის შესახებ ინგლისურ ენაზე იხილეთ შემდეგ საიტზე:
http://www.britishcouncil.org/arts-literature-cambridge-2009.htm,
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები