ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

„კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ IV საერთაშორისო კონფერენცია - „პროტესტი, მოდერნიზაცია, დემოკრატიზაცია: პოლიტიკური და სოციალური დინამიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“

განცხადებები

2015 წლის 4-5 სექტემბერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ აწყობს IV საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - „პროტესტი, მოდერნიზაცია, დემოკრატიზაცია: პოლიტიკური და სოციალური დინამიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“. კონფერენცია გაიმართება თბილისში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევებზე.

აპლიკანტების მიერ გამოგზავნილი აბსტრაქტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს მოდერნიზაციის შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური და საპროტესტო მოძრაობები;
  • პოლიტიკური რეჟიმები და პოლიტიკური ელიტები;
  •  სოციალური ცვლილება;
  • კაპიტალიზმის ფორმები.

დეტალური ინფორმაციის მიღება კონფერენციაში მონაწილეობის პირობებისა და განაცხადის შემოტანის ვადებზე შესაძლებელია პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ ვებგვერდზე.

ბანერები