ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია

3 აპრილს, 14.00 საათი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია (კკსპ). სკოლის გახსნის ცერემონიალს გაუძღვებიან ილია ჭავჭავძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მისნისტრი ბ-ნი ნიკოლოზ გვარამია, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, პროფესორი გია ნოდია. 

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკილა იქნება კავკასიის რეგონული კვლევების ინტერდისციპლინური ცენტრი, რომლის უპირველესი ამოცანა მაღალი აკადემიური დონის მიღწევაა. ამავე დროს, ჩვენ შევქმნით პროფესიული თანამშრომლობისა და დიალოგის შესაძლებლობას მკვლევართა და ახალგაზრდებისათვის.

ბანერები