ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კავკასია დინამიკურად ცვალებად დროში

განცხადებები

26–27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციის თემაა "კავკასია დინამიკურად ცვალებად დროში“.

სამუშაო თემატიკა: კავკასიის ქვეყნები სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების პროცესში;  კავკასია გლობალიზაციის პროცესში; კავკასია კულტურათა გზაგასაყარზე; კავკასიის ეთნოლოგია და ფოლკლორი; კულტურული ტრადიციები და  კონფლიქტი თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის; კავკასიის ხალხთა ისტორია, ენათმეცნიერება და ლიტერატურა; განათლების პრობლემები კავკასიაში; კავკასიელები ერთმანეთის შესახებ (წარმოდგენები, სტერეოტიპები და ა.შ).
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  25 ოქტომბრამდე უნდა წარმოდგინონ შემდეგი მასალები:

წარმოდგენილი მოხსენებები შეირჩევა კონკურსის წესით. საორგანიზაციო კომიტეტი 30 ოქტომბრამდე მოგაწვდით ინფორმაციას კონფერენციის მუშაობაში თქვენი მოხსენების ჩართვის შესახებ. კონფერენციის თეზისები, პროგრამა და მოხსენებები დაიბეჭდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეთუნა ინწკირველს: ტელ.: (955 32) 297 16 23;
ელექტრონული ფოსტა: e_intskirveli@yahoo.com;

ბანერები