ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

„კალათბურთი ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის - სახელმძღვანელო მწვრთნელთათვის" წიგნის პრეზენტაცია

24 დეკემბერს, 15 : 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, აუდიტორია 101) გაიმართება „კალათბურთი ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის - სახელმძღვანელო მწვრთნელთათვის" წიგნის პრეზენტაცია.

სახელმძღვანელო ითარგმნა და გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლობის საფუძველზე. ნაშრომი შედგენილია მაღალი რანგის სპეციალისტების მიერ FIBA -ს პროგრამის საფუძველზე.

წიგნის შემდგენლები: პატრიკ ბაუმანი - FIBA -ს გენერალური მდივნის თანაშემწე, ანტონ მარია კომასი - კალათბურთის მწვრთნელთა ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე მარია ბუსეტა - კალათბურთის მწვრთნელთა ევროპული ასოციაციის გენერალური მდივანი, ალექსანდრე ავაკუმოვიჩი - BAM Passerelle Movement-ის პრეზიდენტი, მაურიციო მონდონი - მინი-კალათბურთის ევროპული კომისსის წევრი, ლასლო კილიკი - კალათბურთის მწვრთნელთა ევროპული ასოციაციის აღმასრულებელი / საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

პრეზენტაციის შემდეგ დააჯილდოვებენ უმაღლეს სასწავლებლებს შორის გამართულ უნივერსიადაში გამარჯვებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მწვრთნელებს, ამასთანავე, სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ ცენტრ „სპორტის აკადემიის" სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებსა და მათი ხელმძღვანელებს. აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და წარმატებული სტუდენტების წახალისებას ემსახურება.

ბანერები