ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იუსტიციის სამინისტროს სტუდენტთა კონკურსი

განცხადებები

საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საინტერესო იდეების კონკურსს სტუდენტებისათვის III კურსიდან და ზემოთ. კონკურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

კორუფციის პრევენცია მრავალ მიმართულებას შეიცავს, მათ შორისაა: ღიაობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება; საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, მოქალაქეთა უკეთესი ჩართულობა საჯარო მმართველობაში,  ელექტრონული მმართველობის დახვეწა და ა.შ.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა, თქვენი იდეები და მოსაზრებები გაუზიაროთ იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისად მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის რეფორმირებაში, სადაც საუკეთესო იდეების მქონე სტუდენტები დაჯილდოვდებიან  Kindle Fire ან სხვა პრიზებით.

მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადადით მითითებულ ლინკზე:

http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=4917

 

ბანერები