ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იუნესკო/ისრაელის რესპუბლიკის ერთობლივი სტიპენდიები დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე (2009-2010 სასწავლო წლისათვის)

იუნესკო და ისრაელის რესპუბლიკა წარმოგიდგენთ ერთობლივ სტიპენდიებს დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე ყველა სფეროში (განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთა კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიის და წყლის მეცნიერებების სფეროდან იქნება*).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად კრიტერიუმებს:

• იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ჰქონდეს მიღებული დოქტორის ხარისხი მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში;
• შეძლოს მონაწილეობის მიღება ჩამოთვლილ უნივერსიტეტებიდან/ინსტიტუტიდან ერთ-ერთში (კვლევით პროგრამებში).
• აპლიკანტმა აუცილებელია იცოდეს ინგლისური. მან უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ტესტის TOEFL -ის ქულები.

პირობები:

მიმართულებები: პრიორიტეტი ენიჭება ინჟინერიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და წყლის ტექნოლოგიას.
კვლევა/სწავლება გრძელდება 1 აკადემიური წელი (აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი წელი). კვლევა უნდა განხორციელდეს 2009/2010 აკადემიური წლის განმავლობაში.
იუნესკო/ისრაელის დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე ყველა ხარჯს, საერთაშორისო მგზავრობის თანხის ჩათვლით, ფარავს ისრელის უმაღლესი განათლების საბჭოს დაგეგმარებისა და ბიუჯეტის კომიტეტი და იუნესკოს ისრაელის ეროვნული კომისია.

საბუთები, რომელიც აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ :
• მითითებული უნივერსიტეტებიდან მოწვევის წერილი (letter of acceptance);

ამასთანავე დამატებით ორ ეგზემპლარად:
• სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც აპლიკანტი მიუთითებს უნივერსიტეტს/ინსტიტუტს, სადაც ის აპირებს კვლევის ჩატარებას;
• CV;
• დიპლომის დამოწმებული ასლები ნიშნების ფურცელთან ერთად;
• დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა ( ან მისი ეკვივალენტი);
• ორი პროფესორის რეკომენდაცია, რომელიც აპლიკანტის კვლევის სფეროდან იქნება;
• სადოქტორო დისერტაციის/ნაშრომის სახელწოდება და ნაშრომის მოკლე მიმოხილვა (ანოტაცია).
• აპლიკანტის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, წოდება და შენიშვნები;
• კვლევის მოსალოდნელი შედეგები ( ერთი გვერდი).
• იუნესკოს მიერ მოწოდებული შევსებული ჯანმრთელობის ცნობა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:
http://portal.unesco.org/fr/files/45335/12417212081LETTER_OF_ANNOUNCEMENT_(2009).pdf/LETTER%2BOF%2BANNOUNCEMENT%2B(2009).pdf
ან
http://portal.unesco.org/en/ev.php-URL_ID=45335&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html

საბუთები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საკონტაქტო პირია- თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა                                                        და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს                                                          უფროსი სპეციალისტი- ტელ: 8 32 43 88 79;                                                            ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge

ან მიმართეთ:

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები