ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იტალიური ენის კურსები

განცხადებები

ილიას უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური კულტურის ცენტრში გრძელდება იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური (სამთვიანი) კურსები.
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ. თითო ლექცია საათნახევრიანია.

საწყის დონეზე (A1-A2) ორ ლექციას ჩაატარებს ქართველი პედაგოგი, ერთს- იტალიელი.
მათთვის, ვინც უკვე იცის იტალიური ენა B1-B2 დონეზე, ორ ლექციას ჩაატარებს იტალიელი პედაგოგი, ერთს - ქართველი.

სრული კურსის ღირებულებაა 444 ლარი (1 თვე - 148 ლარი).
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მის.: აკადემიკოს გიორგი წერეთლის ქ. #3  (ვაკის პარკთან);  S კორპუსი ; მე-5 სართული;  ოთახი 501-502.

ბანერები