ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული სტიპენდიები

2009/10 სასწავლო წლისათვის იტალიის მთავრობამ უცხოელი სტუდენტებისათვის და არა მარტო მათთვის გამოყო სასწავლო სტიპენდიები სხვადასხვა ხანგრძლივობის სასწავლო კურსების გასავლელად: იტალიის სამხატვრო და მუსიკალურ სასწავლებლებში(აკადემიებში, კონსერვატორიებსა და ა.შ) და იტალიის ენის ცენტრებში.( le Università per Stranieri di Perugia, di Siena di Roma Tre)
ფორმის ელექტრონული ვერსიის შევსების ბოლო ვადაა 10 ივნისი 2009 წელი.

ვრცლად სტიპენდიების შესახებ ინგლისურ ენაზე იხილეთ შემდეგ საიტზე:
www.esteri.it/opportunita/stranieri/borsedistudio

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ანკეტა, რომელიც განთავსებულია ზემოთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე.
ან მიმართონ   უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:   ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,  ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

ბანერები