


ირანის რესპუბლიკის საელჩოს განცხადება
განცხადებები
ირანის ისლამური რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურული მრავალფეროვნების ცენტრი 2011 წელს გეგმავს შემდეგი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას:
1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურული მრავალფეროვნების საზაფხულო სკოლა (2011 წლის 25-29 ივნისი);
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივნისი.
2. ადამიანის უფლებებისა და კულტურათა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კულტურები ჰუმანიზმის მხარდასაჭერად“ (2011 წლის 24-26 ნოემბერი).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 ივნისი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის დარგში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებმა და მეცნიერებმა, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, მოხსენებები უნდა წარადგინონ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში. შერჩეული მოხსენებების ავტორებს აუნაზღაურდებათ ირანში გამგზავრებისათვის საჭირო ხარჯები.
ღონისძიებების სამუშაო ენა არის ინგლისური.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.namchrcd.com/