ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

განცხადებები

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის პროგრამაზე“სწავლა-სწავლება დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე“.
საზაფხულო სკოლა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის განათლებისა და კვლევების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
საზაფხულო სკოლა მონაწილეებს სთავაზობს ცნობიერების ამაღლებას სასწავლო პრაქტიკის ეფექტურად განხორციელებაზე. წარმოდგენილი იქნება აქტიური სწავლის, დაკვირვებისა და ინტერვიუს გამოყენების სტრატეგიები მოსწავლეთა/სტუდენტთა ხარისხიანი სწავლებისთვის. დამსწრეები გაეცნობიან მოსწავლეებს/სტუდენტთა და მასწავლებელთა შორის კონსულტირების დიალოგის მნიშვნელობასა და მასწავლებელთა მხრიდან კონსულტირების ფორმებს.
ლექციები ჩატარდება ინტერაქტიულ რეჟიმში. მეთოდოლოგიის სახით გამოყენებულ იქნება პრაქტიკული სამუშაოები და მრავალფეროვანი მედია-მასალა.
საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან მოწვეული ლექტორები, პროფესორი მეი ბრიტ პოსტჰოლმი (ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი ტორბიორნ ლუნდი (ტრომსოს და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტები).
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს : ფსიქოლოგებს, სპეციალური განათლების პედაგოგებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებს, სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ასისტენტებს, საგნის მასწავლებელებს, აღნიშნული პროფესიების შესაბამისი მაგისტრატურის სტუდენტებს.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
•მონაწილეთა რაოდენობა: 40 ადამიანი
•კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე
•თარიღი: 2014 წლის 23 ივნისიდან 2014 წლის 27 ივნისის ჩათვლით
•დრო: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

სკოლას გაუძღვებიან ნორვეგიელი პროფესორები, მეი ბრიტ პოსტჰოლმი და ტორბიორნ ლუნდი.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 13 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისამდე რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ:

•რეზიუმე (CV)
•სამოტივაციო წერილი
•პირადობის მოწმობის ასლი
•უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

საბუთების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: info@iliauni.edu.ge, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10.00 - 18.00, თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).

შერჩეული კანდიდატების ინფორმირება მოხდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამარ საღინაძეს, tamari.saghinadze.1@iliauni.edu.ge, ტელეფონი: 555 29 33 15.


ბანერები