ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

განცხადებები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას
ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლაში:
საზაფხულო სკოლა სთავაზობს მონაწილეებს ინკლუზიურ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების  შემდეგ სასერტიფიკატო კურსებს:

I – ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის შეფასების სტრატეგიები” - ენი როერ.

განხორციელების პერიოდი: 24 ივნისი - 28 ივნისი;
 
დღიური დატვირთვა:  10.00  სთ - 16.30 სთ

კურსი განსაზღვრულია:  მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სპეც.მასწავლებლებისთვის.


მონაწილეთა რაოდენობა: 50.
II – ,,ყრუთა განათლება”-ჯეინ მიურეი.

განხორციელების პერიოდი: 01ივლისი- 05 ივლისი;

დღიური დატვირთვა:  10.00  სთ - 16.30 სთ

კურსი განსაზღვრულია:  სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მასწავლებლებისთვის, ყრუთა განათლებით დაინტერესებული ფსიქოლოგებისა და მასწავლებლებისთვის.
მონაწილეთა რაოდენობა: 50.

საზაფხულო სკოლის ადმინისტრირებას ახორციელებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეცნიერებათა და ხელოვნების  ფაკულტეტი
მონაწილეობა უფასოა
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობის ასლი;
განცხადება, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესახებ (განცხადების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ:)
მოტივაციის წერილი, აღწერეთ რატომ გსურთ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება;
CV;
რეკომენდაცია სამსახურიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან;

მსურველებმა მითითებული დოკუმენტაცია  უნდა წარმოადგინონ 20 ივნისის ჩათვლით
10:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,
მისამართი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5 ,  E 241 -ე ოთახი,
ან გამოაგზავნონ  ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
teona.bochorishvili@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიმართულებით სასწავლო კოორდინატორს  თეონა ბოჭორიშვილს
teona.bochorishvili@iliauni.edu.ge ან დარეკოთ ნომერზე: 2231018.

ბანერები