ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და დაფინანსებით აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში: ინკლუზიური განათლება.

 საზაფხულო სკოლა სთავაზობს მონაწილეებს ინკლუზიურ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების სასერტიფიკატო კურსებს (9 კრედიტის მოცულობით) 20 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

საზაფხულო სკოლა გთავაზობს ორ მოდულს:

I - ”ინკლუზიური განათლება და საკლასო პრაქტიკა”

ინკლუზიური განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსი პედაგოგებისთვის. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის და დაწყებითი განათლების პრაქტიკოსს პედაგოგებს, მასწავლებლობის მაძიებლებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მაგისტრატურის ან  ბაკალავრიატდამტავრებულ სტუდენტებს.

მსმენელთა რაოდენობა: 30 მონაწილე

II - ”კლასში რთული ქცევის მართვის სტრატეგიები - ქცევის გამოყენებითი ანალიზი“

ინკლუზიურ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსი  სპეც.პედაგოგებისთვის და სკოლის ფსქოლოგებისთვის. სასწავლო პროგრამაში  მონაწილეობა შეუძლიათ საგნის და დაწყებითი განათლების პრაქტიკოსს პედაგოგებს, მასწავლებლობის მაძიებლებს ან მაგისტრატურის სტუდენტებს მასწავლებლის სპეციალობაზე.

მსმენელთა რეოდენობა: 30 მონაწილე

მონაწილეობა უფასოა.

საზაფხულო სკოლის ადმინისტრირებას ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი.
სკოლის ხანგრძლივობა:  3 კვირა (მოდულები ხორციელდება პარალელურად)
თარიღი: 20 ივნისიდან  09 ივლისის ჩათვლით
დრო: 10 საათიდან 16 საათამდე

მსურველებმა  რეგისტრაცია უნდა გაიარონ 6 ივლისიდან 13 ივნისის  ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის საჭიროა:
- მოტივაციის წერილი (რომლშიც უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მოდული და აღწეროთ რატომ გსურთ ამ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება?)
- cv
- რეკომენდაცია სამსახურიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საბუთების მიღება წარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00, მის.: ჩოლოყაშვილის №3/5. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა ბოჭორიშვილს teona.bochorishvili@iliauni.edu.ge, ან დარეკოთ ნომერზე (832) 231018.

ბანერები