ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ინფორმაცია სტუდენტთა მობილობის შესახებ

განცხადებები

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრძანება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველთა საუნივერსიტეტო რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის   №27/ნ ბრძანების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის  2010 წლის №10/ნ   ”უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” და  01.07.10№01-3236 მინდობილობის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011  სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის აღდგენა/გადაყვანის  წესით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე გადმოსვლის  მსურველ პირთათვის რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2010 წლის 2 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი ფაკულტეტებისათვის:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე;
ბ) ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე;
გ) სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე;
დ) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე.

2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებიდან ფაკულტეტისა და პროგრამის მითითებით, რომელიც გაცემული იქნება 2010 წლის 15 ივლისს შემდეგ;
დ) ატესტატის ასლი;
გ) ერთიანი ეროვნული ან  ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის  დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;
ე) ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
ვ)  6 თვის პერიოდში   სტატუს შეწყვეტილმა პირმა უნდა წარმოადგინოს ბრძანების ასლი  სტატუსის შეწყვეტის შესახებ;
ზ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ განვლილი სასწავლო კურსებისა და მიღებული შეფასებების  შესახებ იმ უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სადაც სწავლობს/სწავლობდა სტუდენტი;
თ) სამხედრო აღრიცხვის ბარათი - ქსეროქსი.
ი)  3 ფოტოსურათი ზომით ¾.

3. საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 2 აგვიტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით  შაბათ-კვირის გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში დილის 9-დან საღამოს 18 საათამდე (მის.: თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5)

4. მობილობის მსურველი პირი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და წარმოადგინოს ამ ბრძანებით განსაზღვრული საბუთები.

5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და  საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს ამ ბრძანების განთავსება საჯარო გაცნობისათვის;

6. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს, მიაწოდოს ბრძანების ასლები უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრირების დეპარტმენტს,  იურიდიულ სამსახურს, საინფორმაცო ტექნოლოგიების სამსახურს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი

ბანერები