ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი

განცხადებები

საქართველოს პროკურატურა აცხადებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებთანაც პროკურატურას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტებმა, დანართის (დანართი 1) შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ კონკურსში მონაწილეობისათვის შექმნილი გუნდის განაცხადი.

კონკურსში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი გუნდები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1.გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 წევრისგან;
2. გუნდის წევრებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სისხლის სამართლის პროცესის კურსი;
3. გუნდის წევრები უნდა ფლობდნენ სასამართლო უნარ-ჩვევებს.

თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია, წარმოადგინოს რამდენიმე გუნდის განაცხადი, რომელთაგან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გასაუბრების გზით შეირჩევა ერთი ან ორი გუნდი.

გუნდის წევრებთან გასაუბრებას ჩაატარებენ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორები.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 16 მაისი, გასაუბრება გაიმართება 19 მაისს.

გასაუბრებისა და გუნდების შერჩევის შემდეგ დაიგეგმება იმიტირებული სასამართლო პროცესები, რის შესახებაც ინფორმაციას დამატებით მიიღებთ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია სამართლის სკოლის დეკანატში, ოთახი A402.
ტელ.: 222 16 37 ან 577 553391
საკონტაქტო პირი - სოფიო შუბლაძე

ბანერები