


ილიაუნის სტუდენტური ალპინიადა
განცხადებები
ამა წლის 2-7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის მყინვარწვერზე ატარებს ალპინიადას.
მონაწილეობის მსურველი 20 სტუდენტი შეირჩევა სამთო გამყოლთა საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩამოყალიბებული მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით, უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც აქვთ მთამსვლელობის ან ლაშქრობის გამოცდილება.
მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია 19 მაისიდან 26 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: alpuriclubi@iliauni.edu.ge. წერილში მიუთითეთ თქვენი სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო მონაცემები - ელექტრონული ფოსტა, მობილური და ქალაქის ტელეფონის ნომრები. გასაუბრება გაიმართება 27-28 მაისს. შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა.
უნივერსიტეტი ალპინიადის მონაწილეებს უზრუნველყოფს ტრასნპორტით, კვებით, კარვებით და სამთო გამყოლებით. მონაწილე ვალდებულია, იქონიოს მყინვარწვერზე ასვლისათვის საჭირო სრული აღჭურვილობა:
- სამთო ფეხსაცმელი,რომელზედაც შესაძლებელია წრიაპის დამაგრება;
- თოვლის გამაში;
- მთის შარვალი (Fleece, Softshell, Windstopper ან სათხილამურო შარვალი);
- წყალგაუმტარი შარვალი (Gore tex, Simpa Tex, ან სხვა შესაბამისი მემბრანით);
- ქურთუკი ან ჯემპრი (Fleece, Softshell, Windstopper);
- წყალგაუმტარი ქურთუკი (Gore tex, Simpa Tex, სხვა შესაბამისი მემბრანით ან სათხილამურო ქურთუკი);
- თბილი ქუდი;
- თბილი წინდები, მინიმუმ, 2 წყვილი;
- თბილი გრძელი საცვალი;
- თბილი, თერმული მაისური 2 ცალი;
- ხელთათმანი (Fleece, Softshell, Windstopper);
- წყალგაუმტარი ხელთათმანი (Gore tex, Simpa Tex, სხვა შესაბამისი მემბრანით ან სათხილამურო ხელთათმანი);
- მზის სათვალე (მთის მოდელი 100 %-იანი დაცვით);
- წრიაპი;
- დაცვის სისტემა;
- წერაყინი;
- 3 კარაბინი (2 მუფტიანი, 1 ჩვეულებრივი);
- რეპშნური 2მ. 5- 6მმ.
- დამაგრძელებელი 120 სმ. ორმაგი.
- თერმოსი დაახლოებით 1ლ.
- წყლის მათარა დაახლოებით 1ლ.
- მზის დამცავი კრემი, მინიმუმ, 30 ფაქტორით;
- თავზე გასაკეთებელი ფანარი (სასურველია LED ნათურებით);
- საძილე ტომარა;
- ზურგჩანთა, მინიმუმ, 40 ლ.
- კარემატი.