ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის სტუდენტების დაჯილდოვება

23 მაისს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (კავკასიის ინსტიტუტის შეხვედრების ოთახი, F კორპუსი, 411-ე აუდიტორია. ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) რექტორი გიგი თევზაძე და საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქპატენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ლექცია - სემინარში, შესაბამის სერტიფიკატებს საზეიმო ვითარებაში გადასცემენ.

30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქ. ყაზბეგში იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის საქპატენტის თანამშრომლებმა ლექცია-სემინარი გამართეს. სემინარზე სტუდენტებმა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროსთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

სემინარი წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩაატარეს საქპატენტის თანამშრომლებმა: სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქურდიანმა, გამოგონებების, დიზაინისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მათიაშვილმა და იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი კასრაძემ.

ბანერები