ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

განცხადებები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება, სპეციალურად გაშლილ კარვებში სამეცნიერო ჯგუფები საინტერესო ექსპერმენტებსა და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია მოზარდი, სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. პიკნიკის მთავარი ამოცანაა ხალისიანი ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში პირველად 2012 წლის 29 სექტემბერს ვაკის პარკში
გაიმართა. 43 კარავში 43 განსხვავებული ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოადგენდა საინტერესო სანახაობებს მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. მონაწილეებმა საინტერესო ექსპერიმენტები დადგეს სპეციალურად მომზადებულ სცენაზე.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2013 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.

თუ კი გექნებათ სურვილი, რომ გახდეთ სამეცნიერო პიკნიკის მოხალისე, გთხოვთ 17 ივნისამდე დარეგისტრირდეთ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვის ცენტრში.
მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი იმეილზე: student.service@iliauni.edu.ge

სამეცნიერო პიკნიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ასევე ვებგვერდს:
www.sciencepicnic.ge

ბანერები