ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის

განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციაინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტსპერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა

როგორც ცნობილია, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი ბოლო პერიოდში მეტად აქტუალური გახდა საქართველოსთვის, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონიპერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 მაისიდან. აღნიშნული კანონი არეგულირებს ადამიანის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისი დებულებები ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებზე

პროექტის ფარგლებში შეირჩა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეეძლებათ დაესწრონ მიზნობრივ ლექციას თემაზე: ,,პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოში.’’ 

შეხვედრა გაიმართება 2013 წლის 5 ოქტომბერს, 12 საათზე, თბილისის სსიპ იუსტიციის სახლში და მასზე დასწრება შეუძლია ილიაუნის სამართლის სკოლის მესამე და მეოთხე წლის 10 სტუდენტს. შეხვედრას გაუძღვება /ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისექსპერტი, ბატონი გიორგი გაბრიელაშვილი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ არა უგვიანეს 2 ოქტომბრის 18:00 საათისა. რეგისტრაციისათვის აუცილებელია მოგვწეროთ მეილზე: mgiorgobiani@iliauni.edu.ge (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი). 

ბანერები