ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოეზიის კლუბი აცხადებენ კონკურსს მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: ”ორი ხელით დაწერილი ტექსტები”.

კონკურსის მიზანი:

”ორი ხელით დაწერილი ტექსტები” _ ნიშნავს, ორი შემოქმედის მიერ შექმნილ ერთ ტექსტს (ჟანრი შეუზღუდავია).

იდეის მიზანია, ლიტერატურული კომუნიკაციის გააქტიურება, დიალოგურობის გაზრდა შემოქმედებს შორის, მკითხველთა მოზიდვა და დაინტერესება ვერბალური ტექსტების სანახაობრივი მხარის გაზრდის ხარჯზე. შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა თანამშრომლობის საფუძველზე;

ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ტექსტები, ავტორები, მკითხველები ჰარმონიულად თანაარსებობენ და სადაც შემოქმედება _ ზეიმია.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1- ლი ეტაპი
1-ლ ეტაპზე ილიაუნის შემოქმედი სტუდენტები ირჩევენ ერთმანეთს (ვისთან ერთადაც უნდათ შექმნან საკონკურსო ტექსტი) და თავიანთი შემოქმედებიდან თითოეული ორი გვერდის ფარგლებში (აწყობილი Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11) პოეტური ან პროზაული ტექსტის ფრაგმენტებს აგზავნიან საკონკურსო მისამართზე: iliauniskonkursi@iliauni.edu.ge

შესარჩევი ტექსტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივლისი.

მე-2 ეტაპი
25 ივლისს კონკურსის ჟიური გამოავლენს 10 გამარჯვებულ წყვილს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის ფინალში.

კონკურსის ფინალი ჩატარდება წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, ”ლაბირინთებში”.

კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ თემა, რომელზეც უნდა შექმნან საკონკურსო ტექსტი. ჟიური იქვე გამოავლენს  2 გამარჯვებულს.

გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

1-ლ ადგილზე გასული დაჯილდოვდება 500 ლარით

მე-2 ადგილზე გასული დაჯილდოვდება 300 ლარით

ყველა მონაწილე წყვილს გადაეცემა სერთიფიკატი ფინალში მონაწილეობისთვის.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 10 ივლისს, 17:00 საათზე, ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)

წარმატებებს გისურვებთ!

ბანერები