ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის კულტურის ცენტრის გამოცდები

განცხადებები

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი ატარებს მორიგ გამოცდებს ÖSD-ს საერთაშორისო დიპლომის მოსაპოვებლად. წერითი გამოცდები ჩატარდება 2014 წლის 10-11 მაისს. ჯგუფების განრიგი დაზუსტდება რეგისტრაციის დასრულებისთანავე,  პარასკევს, 18 აპრილს. ზეპირი გამოცდები ჩატარდება 12-15 მაისს. განრიგი დაზუსტდება წერითი გამოცდების დასრულების შემდგომ. საგამოცდო გადასახადი განსხვავებულია ინტერნი (ილიაუნის სტუდენტები და თანამშროლები) და ექსტერნი მონაწილეებისათვის.

საგამოცდო ტარიფები ენობრივი საფეხურების მიხედვით:

ენობრივი საფეხური               ინტერნი კანდიდატებისათვის     ექსტერნი კანდიდატებისათვის

ÖSD A1 საბაზისო  დონე 1            40 ევრო                                50 ევრო      
ÖSD A2 საბაზისო  დონე 2:           40 ევრო                                50 ევრო
ÖSD B1 სერთიფიკატი:                 50 ევრო                                70 ევრო
ÖSD B2 საშუალო დონე:               60 ევრო                                80 ევრო
ÖSD C1 მაღალი დონე:                 70 ევრო                               90 ევრო

რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2014 წ.  18 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს ფეისბუკის  (https://www.facebook.com/  oesterreich.bibliothek.tbilisi) ან ელ.-ფოსტის (mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge) საშუალებით ან პირადად (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H-103, ორშ.-პარ. 10.00-18.00 სთ). ტელ.: 2105913

გერმანიაში სამუშაოდ ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთა საყურადღებოდ!

ÖSD A1 დიპლომი შეტანილია გერმანიის საელჩოს სავიზო მოთხოვნებით გათვალისწინებულ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატთა ნუსხაში.

ბანერები