ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.

გექნებათ შესაძლებლობა, ცენტრის სპეციალისტებისგან მიიღოთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია ისეთ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სხვადასხვა შიში, ურთიერთობების პრობლემები, სტრესის შედეგად განვითარებულ მდგომარეობა და ა.შ.

კონსულტაცია წარიმართება ZOOM-ის მეშვეობით.

სერვისით სარგებლობისთვის გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე: ispcc@iliauni.edu.ge

ცენტრის ფეისბუქის გვერდზე დროდადრო მიიღებთ ინფორმაციას და მასალას სტრესის მართვის, შფოთვის, დეპრესიის, უძილობის თუ სხვა პრობლემების სამართავად.

გვერდი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3BgZHq3

2021 წელი

ბანერები