ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი იწვევს თარგმანის ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებს. ცენტრთან არსებული მთარგმნელობითი სახელოსნო იწყებს მუშაობას პროექტზე, რომლის მიზანია ცნობილი ავსტრიელი მწერლის ადალბერტ შტიფტერის მოთხრობის „მთის ბროლი“ ქართულად თარგმნა და გამოცემა. პროექტს აფინანსებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამუშაო შეხვედრებზე მოწვეულნი იქნებიან თანამედროვე  ქართველი მთარგმნელები.

პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მთარგმნელი შორენა შამანაძე, გაიმართება 3 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16.00 საათზე, ავსტრიული კულტურის ცენტრში, H-104.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტით: mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge

ბანერები