ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური სკოლა 2014

განცხადებები

დავით ამირეჯიბი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და კომუნიკაციური რესურსების ცენტრის დირექტორი - ყოველწლიური ფსიქოლოგიური სკოლის პროგრამის ფარგლებში, გთავაზობთ საავტორო დიპლომირებულ ტრენინგ-კურსს

 "კომუნიკაციის ხელოვნება თერაპიულ დისკურსში"

 
დასაწყისი 30 ივნისი, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 25.

სემინარი მოიცავს თეორიულ კურსს (75 აკადემიური საათი) და ტრენინგ-პროგრამას (200 საათი).

კურსის და ტრენინგ-პროგრამის შინაარსი:

•    გაშლადი ნეირო-ლინგვისტური სტრუქტურის კონცეპტი განწყობის ანთროპოლოგიასა და ნარატიულ თერაპიაში;
•    ეპისტოლარული მეთოდები კომუნიკაციასა და კონსულტაციაში;
•    კლიენტ-ცენტრირებული ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოკონსულტაციის საფუძვლები;
•    პრაქტიკუმი გეშტალტ-თერაპიაში;
•    ფსიქოსინთეზი, განწყობის ანთროპოლოგიის თვალსაზრისით (ორგინალური მიდგომა);
•    ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება კომუნიკაციასა და თერაპიაში.
 
მეთოდოლოგია:

კურსი აგებულია გამოყენებითი ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებათა სინთეზის პრინციპებზე, რაც ითვალისწინებს ფსიქოლოგიური კონსულტაციის პროცესში ინტეგრაციული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის სწავლებას. 
 
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, საუნივერსიტეტო კურსის გავლა შეუძლია ჰუმანიტარულ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ მსურველს. კურსი განკუთვნილია სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის, რომელთა ინტერესის სფერო კომუნიკაციის ხელოვნება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, პედაგოგიკა, კონფლიქტების მართვაა.
კურსის გავლა სასარგებლო იქნება თეატრისა და კინოს, მენეჯმენტისა და PR ტექნოლოგიების, ჟურნალისტიკისა და იურისპრუდენციის სფეროებში მოღვაწე პირთათვისაც - ყველასთვის, ვისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება კომუნიკაციის ხელოვნებას.

საფასური:
კურსის საფასური დიფერენცირებულია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფასდაკლება (500 და 300 ლარი).
 
დამატებითი ინფორმაცია:
ტრენინგ-სემინარის წამყვანი, დავით ამირეჯიბი, - ფსიქოლოგი, ნლპ-ის სერტიფიცირებული ტრენერი, კონფლიქტოლოგი 25 წლის გამოცდილებით; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, პიროვნული და კომუნიკაციური რესურსების ცენტრის დამფუძნებელი (2007 წ) და დირექტორი.
გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები, სემინარები კარლ როჯერსთან, ჯონ გრინდერთან, ენ ენთუსთან, ვირჯინია სატირთან, კრეიტონებთან, მერელინ რეინუოთერთან და სხვა; არის თანაორგანიზატორი საქართველოში პირველი სემინარებისა გეშტალტ-თერაპიისა და კონფლიქტის რეგულირების სფეროებში, ამერიკელი და ბრიტანელი ფსიქოლოგების (რობერტ პარსონსი და ქენეთ ქლოუქი) მონაწილეობით (1992); დევნილთათვის პირველი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამისა და საკვირაო სკოლის დამაარსებელი (1990-1991წწ); უმაღლეს სასწავლებელში პირველი ტრენინგ-ცენტრებისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების შემომტანი (1989-1993 წწ).
მისი დიპლომირებული ტრენინგ-პროგრამები, სკოლები წარმატებით გაიარა ასეულობით სტუდენტმა, ასევე - 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილმა მოქალაქეებმა.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მსურველები დაუკავშირდით უშუალოდ სკოლის წამყვან ფსიქოლოგს, დავით ამირეჯიბს ელექტრონულ ფოსტაზე arbvitae@yahoo.com, მიუთითეთ თქვენი პროფესიული საქმიანობის სფერო, კურსის გავლის მოტივაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი), - გისურვებთ წარმატებას.

ბანერები