ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის სკოლა

განცხადებები

2011 წლის 29 აპრილიდან 1 მაისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს გაზაფხულის სკოლას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ. აღნიშნული გაზაფხულის სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ორგანიზატორებთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად შეხვედრებს წარუძღვებიან და უახლეს ინფორმაციას მოგვაწვდიან შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.

პროექტს აფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და ადმინისტრაცია. სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 21 აპრილის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV), სამოტივაციო წერილი და პირადობის მოწმობის დასკანერებული ვარიანტი (k.abdushelishvili@iliauni.edu.ge).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 897 12 06 90 (ოთო ხუციშვილი).

ბანერები