ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

განცხადებები

გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორის შესახებ. ინფორმაციის მიხედვით, პროფესორი სტუდენტებს ურჩევდა კონკრეტული სახელმძღვანელოს შეძენას, რასაც უკავშირებდა მათ აკადემიურ შეფასებას. ასეთი ქმედება შორსაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული კეთილსინდისიერი ქცევის პრაქტიკისაგან და წარმოადგენს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას.აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დაწყებულია მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით.

გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მოგვწეროთ შემდეგ ელფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

ბანერები