ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელით უდიდეს გულისტკივილს გამოვთქვამ დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბრიტანეთის საბჭოს ლექტორი მარიკა წივწივაძე ემსხვერპლა. 

თანადგომას ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს და ვიზიარებთ ყველა მისი ახლობლის მწუხარებას. 

მიგვაჩნია, რომ ეს უმძიმესი შემთხვევა უნდა გახდეს ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე საზოგადოების მიერ კიდევ ერთხელ დაფიქრებისა და განსჯის თემა, ხოლო შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ ვითარება, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას უძღოდა წინ. 

ჩვენ, მარიკა წივწივაძის კოლეგებს, იმედი გვაქვს, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება. 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

გიგა ზედანია

ბანერები