ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

განცხადებები

2015 წლის 2 ნოემბერს გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელიც ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს ჩატარებულ კონფერენციასა და მის ვიზუალურ მასალას.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს:

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან;

- ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს. 

ბანერები