ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის განცხადება:


სტიპენდიას უცხოელი მოქალაქეებისათვის ლიტვის (ბალტიის ქვეყნების) სწავლებისათვის
2009-2010 სასწავლო წლებში


2009-2010 სასწავლო წელს ლიტვის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას სტიპენდიებზე ლიტვისა ან/და ბალტიისპირეთის სწავლებისათვის ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დაფინანსება გაგრძელდება ორი სემესტრის განმავლობაში. აირჩევენ რა ამ პროგრამას უცხოელი მოქალაქეები, მათ ექნებათ არა მარტო შესაძლებლობა ისწავლონ ლიტვური როგორც უცხო ენა, არამედ ისინი აგრეთვე გაეცნობიან ლიტვურ კულტურას, ისტორიას, ფოლკლორს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას და შეისწავლიან უფრო მეტს ბალტიისპირეთის ქვეყნების კულტურის შესახებ.


წარმოდგენილია დაფინანსების ორი პროგრამა:


I. დაფინანსება ლიტვისა და ბალტისპირეთის საერთაშორისო შეთანხმებების და ორმხრივ გაცვლით პროგრამის ჭრილში.
II. დაფინანსება ლიტვაში სწავლებისთვის.


ვის შეუძლია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება?

1. დაფინანსება განკუთვნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების და კვლევითი ინსტიტუტების სტუდენტთათვივის, ლექტორებისა და მკვლევარებისათვის.
2. სტუდენტები უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი თავიანთ მშობლიური ქვეყნის უმაღლესი განათლების ინსტიტუტებში თავიანთი განათლების სფეროს მიხედვით, იმისთვის რომ განაგრძონ ლიტვაში სწავლა შესაბამისი ხარისხის მოსაპოვებლად.
3. იმ სტუდენტებს, რომლებიც ლიტვაში ERASMUS პროგრამით ჩამოდიან, არ
აქვთ უფლება მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება სტუდენტთა, ლექტორთა და პროფესორთა წახალისებისა და მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით.


კონკურსი ლიტვაში სწავლისთვის ეწყობა წელიწადში ორჯერ. კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ :

• 2009 წლის პიველ აპრილს (კანდიდატები, რომლებიც მიმართავენ საზაფხულო კურსებს შემოდგომის სემესტრის განმავლობაში);
• 2009 წლის პირველ ოქტომბერს (კანდიდატები, რომელთაც სურთ სწავლა გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში).


დოკუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი ლიტვურ ან ინგლისურ ( ან უნდა იყოს ნათარგმნი აღნიშნულიდან ერთ-ერთ) ენაზე (ორიგინალი ან ასლი).

ყველა განაცხადი იქნება ნაჩვენები და განხილული საერთაშორისო სწავლების კომისიის მიერ და ფორმულირებული (შედგენილი) ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ.

ვრცლად წინამდებარე სტიპენდიის შესახებ ინგლისურ ენაზე იხილეთ PDF დოკუმენტში, ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 77 23 77 18 ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები