ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ” რექტორის 2008 წლის 8 დეკემბრის №02-1860 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სმართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბეზანების 22-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩილ აბაშიძის 2009 წლის 18 დეკემბრის №02-10809 განცხადების საფუძველზე

ვბრძანებ

1. ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 8 დეკემბრის №02-1860 ბრძანების პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია გამეზარდაშვილი- იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ბ) ნინო თევდორაძე - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) სოფიო ძოწენიძე - უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი."
2. ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 8 დეკემბრის №02-1860 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგნიარად:
,,11. ბრძანებაში ცვლილება განხორციელდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან".
3. დაევალოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს ბრძანების განთავსება ფაკულტეტზე თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობის მიზნით.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
5. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს, მიაწოდოს ამ ბრძანების ასლები უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს, ფაკულტეტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ბრძანებაში მოხსენიებულ პირებს.

რექტორი                                                                                      გიგი თევზაძე

ბანერები