ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 54-ე, 55-ე მუხლების, ,, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და კონკრსის ჩატარების წესის", აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის № 26 სხდომის ოქმისა და ფაკულტეტის დეკანის 2009 წლის 27 მაისის №02-3822 წარდგინების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. 2009 წლის 27 მაისიდან გამოცხადდეს კონკურსი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ა)ფსიქოლოგიის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ) სოციოლოგიისა და დემოგრაფიის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.

2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა ( შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ)შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე)ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ)ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა ( სილაბუსი);
ზ) სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა, გარდა ზემოაღნიშნულისა, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დისციპლინის სწავლების კონცეფცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე;
თ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ა) სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება შესაბამისი ფაკულტეტის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;
6. საბუთების მიღება იწარმოებს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში. საბუთების მიღება დაიწყება 2009 წლის 1 ივნისიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ივნისი.
7. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2009 წლის 10 ივლისისა.
8. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით ( სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge
9. ამ ბრძანების ფაკულტეტზე თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა დაევალოს ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს;
10. კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისთვის: ხარისხის უზრუინველყოფის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საფინანსო სამმართველო, რექტორის აპარატი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
11. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის საიტზე და მედიის ბეჭდვით საშუალებებში განთავსება.

რექტორი გიგი თევზაძე

 

 

ბანერები