ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი

იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი აცხადებს სტიპენდიის პროგრამას იმ სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების განხრით მუშაობენ უნივერსიტეტში, ინსტიტუტში ან მოაზროვნე ჯგუფში.პროგრამის ხანგრძლივობა- 6 თვე

სავალდებულოა: კანდიდატს ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ან სურდეს დოქტორის ხარისხის მოპოვება. კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამსახური (სავალდებულოა სამსახურიდან თანხმობა). კანდიდანს უნდა შეეძლოს მოხსენების დაწერა ინგლისურ ან იაპონურ ენაზე. კანდიდატმა იაპონიის საერთაშორისო ურთიერობების ინსტიტუტში უნდა მოამზადოს კვლევა საგარეო ან საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებული იქნება იაპონიასთან.

საჭირო დოკუმენტები: იაპონიის საერთაშორისო ინსტიტუტის აპლიკაციის ფორმა; CV; კვლევის 5 გვერდიანი მოკლე მიმოხილვა (ნაბეჭდის სახით და სტრიქონებს შორის 2.0 დაშორებით); კანდიდატის ყველა წინამდებარე კვლევების, პუბლიკაციებისა თუ ჟურნალების დასახელებების სია შესაბამისი თარიღებით; იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი სარეკომენდაციო წერილი; ცნობა სამსახურიდან; დიპლომის ასლი ( უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატი და არა ნიშნების ფურცელი); 3 ფოტო სურათი (40 მმ X 30 მმ); ერთი ფოტო უნდა დაურთოთ აპლიკაციის ფორმას პირველ გვერდზე.

ყველა დოკუმენტი სავალდებულოა იყოს ნაბეჭდი სახით და სტრიქონების 2.0 დაშორებით (თითოეულ ფურცელზე სავალდებულოა გვერდის ნომრის მითითება)

დოკუმენტები იგზავნება საჰაერო ფოსტით(FedEx, DHL, EMS) მისამართზე:2009 JIIA Fellowship ProgramThe Japan Institute of International Affairs11F, Kasumigaseki 3-2-5, Chiyoda-ku,Tokyo 100-6011 JAPAN

არ გააგზავნოთ დოკუმენტები ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები