ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

იაპონიის მთავრობის 2010 წლის სტიპენდია სტუდენტებისათვის

განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო (MEXT) გამოყოფს სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთაც აქვთ სურვილი, ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე.

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, უნივერსიტეტში სწავლისას აირჩიონ შემდეგი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი:

• საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერებები
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სტიპენდიებით უზრუნველყოფა მოხდება 2010 წლის აპრილიდან 2015 წლის მარტამდე, ხოლო იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც მთავარ მიმართულებად არჩეული ექნებათ მედიცინა, სტომატოლოგია, ვეტერინარული მედიცინა ან ექვს წლიანი ფარმაციის კურსი სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს. ასე რომ, სწავლა გაგრძელდება 2017 წლის მარტამდე.

აპლიკაციის შევსება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან 1988 წლის 2 აპრილიდან 1993 წლის პირველ აპრილამდე.

განაცხადის შემომტან სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ დიდი სურვილი იაპონური ენის სწავლისა და ამ ენაზე განათლების მიღების.

მიღებული კანდიდატი ვალდებულია, იაპონიაში ჩავიდეს 2010 წლის პირველიდან 7 აპრილის პერიოდში. მგზავრობა არ ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი აღნიშნულ პერიოდში იაპონიაში ჩასვლას ვერ შეძლებს.
იაპონიაში ჩასვლამდე სტუდენტი უნდა ფლობდეს იაპონიის კოლეჯის სტუდენტის ვიზას.

განხორციელდება განმცხადებლის წინასწარი ეკრანიზაცია იაპონიის მისიის მიერ.

სააპლიკაციო ფორმების მიღება შესაძლებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოში.

საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 19 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
უმაღლესი განათლების სფეროს
ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს
ტელ: 8 32 43 88 79; ელ-ფოსტა:tmerabishvili@mes.gov.ge


ან

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

 

ბანერები