ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 54-ე, 55-ე მუხლების, " ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის და აკადემიურ თანამდებობებზე დასაქმების პირობების", ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის საბჭოს 2009 წლის 2 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის, ფაკულტეტის დეკანის გ. ზედანიას 2009 წლის 2009 წლის 2 სექტემბრის №02-7035 წარდგინების საფუძველზე.

                                                           

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. 2009 წლის 2 სექტემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად :

ა) სრული პროფესორი: არქეოლოგიის მიმართულებით ორ საშტატო ერთეულზე და კავკასიოლოგიის მიმართულებით ერთ საშტატო ერთეულზე;

ბ)ასოცირებული პროფესორი: კავკასიოლოგიის მიმართულებით ერთ საშტატო ერთეულზე;

გ)ასისტენტ პროფესორი: არქეოლოგიის მიმართულებით ერთ საშტატო ერთეულზე, ისტორიის მიმართულებით სამ საშტატო ერთეულზე, კულტურისა და რელიგიის მიმართულებით ერთ საშტატო ერთეულზე, კულტურის კვლევების მიმართულებით ორ საშტატო ერთეულზე; ფილოლოგიის მიმართულებით ორ საშტატო ერთეულზე, ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ერთ საშტატო ერთეულზე.

2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა ( შევსებული);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ოთხი ფოტოსურათი 3X4;

დ)შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

ე)ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;

ვ)ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა ( სილაბუსი);

ზ) სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა, გარდა ზემოაღნიშნულისა, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დისციპლინის სწავლების კონცეფცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე;

თ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;

4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:

ა) სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა იყოს დოქტორანტი;

5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობიდან შექმნილი კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;

ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში);

დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;

6. საბუთების მიღება იწარმოებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანატში. საბუთების მიღება დაიწყება 2009 წლის 7 სექტემბრიდან; კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 23 სექტემბერი;

7. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2009 წლის 25 სექტემბრისა;

8. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად ჩაითვლებიან და შრომის ხელშეკრულება გაუფორმდებათ შემდეგ ვადებში:

ა)სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში - 2009 წლის 2 ნოემბრიდან;

ბ)არქეოლოგიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულ კანდიდატს- 2009 წლის 26 ნოემბრიდან; ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულ კანდიდატს- 2009 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულ პირებს შრომის ხელშეკრულება გაუფორმდებათ 2009 წლის 4 ნოემბრიდან.

9. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით ( სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:uni@iliauni.edu.ge

 

რექტორი                                                                                        გიგი თევზაძე                                                                                                                                       

ბანერები