ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ტიმოტი კოლტონის ლექცია

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა გთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ტიმოტი კოლტონის ლექციას.

ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, 17.00 სთ-ზე ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის დევისის ცენტრის დირექტორი, პროფ. ტიმოტი კოლტონი (Timothy J. Colton) წაიკითხავს ლექციას თემაზე „რუსეთის საშინაო პოლიტიკა: ცვლილების პერსპექტივები".

პროფ. კოლტონი მრავალი წელია საბჭოთა კავშირისა და რუსეთის პოლიტიკას იკვლევს და ამ თემაზე ბევრი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. მათ შორისაა სტატიები „იდუმალი მისტერ პუტინი" (The Enigmatic Mr. Putin, 2007 წ.), „არიან თუ არა რუსები არადემოკრატები" (Are Russians Undemocratic?, 2001 წ.), „პოსტკომუნისტური რუსეთი, საერთაშორისო გარემო და NATO" (Post-Communist Russia, the International Environment, and NATO, 2008 წ.). პროფ. კოლტონი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბიოგრაფიის ავტორია (Yeltsin: A Life, 2008 წ.).

ლექცია ჩატარდება შემდეგ მისამართზე:

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გმ. 32 (101-ე აუდიტორია)

 

ბანერები