ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ჰანკუკის უნივერსიტეტის (Hankuk University for Foreign Studies) საერთაშორისო დიპლომატიური სასტიპენდიო პროგრამა

ახალი ამბები

ჰანკუკის უნივერსიტეტის (კორეა) საერთაშორისო დიპლომატიური სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების 4-წლიანი საბაკალავრო საფეხურის დაფინანსებას, კერძოდ, საქართველოდან შერჩეული 3 სტუდენტის სწავლის საფასურის სრულად დაფარვას.

პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ სტუდენტებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში.

განაცხადები მიიღება 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. განაცხადების წარდგენის ვადები განსაზღვრულია როგორც ადრეული (early decision), ისე რეგულარული ჩარიცხვისათვის (regular decision).

ადრეული ჩარიცხვისთვის აპლიკანტებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის 16 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე; შერჩეული სტუდენტები გამოვლინდებიან 2016 წლის 22 ოქტომბერს.

რეგულარული ჩარიცხვისთვის განაცხადის წარდგენის ვადებია 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე; შერჩეული სტუდენტები გამოვლინდებიან 2017 წლის 13 იანვარს.

შერჩეულ სტუდენტთა დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 16-20 იანვარს.

დეტალური ინფორმაცია ჰანკუკის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და განაცხადის წარდგენის პროცედურების შესახებ, ასევე საინფორმაციო ბროშურა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებად.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები