ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამა

განცხადებები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აცხადებს კონკურსს რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში

რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის მიზანი:
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას.

პროგრამის ამოცანები:

• ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას;
•  ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონალური ქსელის განვითარებას.

კონკურსის პირობები

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1978-1991 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც გააჩნიათ სრული უმაღლესი განათლება, არიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი მაცხოვრებლები. სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა. პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომლებიც თემატურ სიახლეს, ზეპირი ისტორიის, სოციოლოგიური და თვისობრივი კვლევის ინოვაციური მეთოდებს გვთავაზობენ.

დამატებითი ინფორმაციითვის იხილეთ მიბმული ფაილი: ქართული - ინგლისური

ბანერები