ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

"ჰაიდელბერგცემენტის" კონკურსი გამოცხადდა

განცხადებები

"ჰაიდელბერგცემენტმა" ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის "Quarry Life Award" კონკურსი გამოაცხადა!
 
"Quarry Life Award 2012"-ის წარმატების შემდეგ, კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი" მეორედ აცხადებს საერთაშორისო კვლევით და საგანმანათლებლო კონკურსს მსოფლიოს 21 ქვეყანაში. როგორც ცემენტისა და აგრეგატების წამყვანი მწარმოებელი, "ჰაიდელბერგცემენტი" უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების მართვას, როგორც წიაღისეულის მოპოვების დროს, ისე შემდგომ პერიოდში.  მსოფლიოს 1000-ზე მეტ კარიერზე კომპანია იღწვის  უნიკალური ფლორისა და ფაუნის ხელშეწყობისათვის. კონკურსი "Quarry Life Award" მიზნად ისახავს  კარიერების ბიოლოგიური ღირებულების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და  წვლილის შეტანას ბიომრავალფეროვნების განვითარებაში.  აღსანიშნავია, რომ "Quarry Life Award"-ის პირველივე კონკურსის შედეგად გვაქვს ექსტრაორდინარული სამეცნიერო მიღწევები, ასევე, ინოვაციური და საგანმანათლებლო პროექტები ბიომრავალფეროვნების განვითარების ხელშეწყობისთვის.

საპროექტო წინადადების (მაქსიმუმ 3 გვერდი) წარდგენის ვადა:

სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მკვლევარებს, მეცნიერებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს 21 ქვეყნიდან შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ საპროექტო წინადადებები 2014 წლის 1 მარტამდე.
 
პრიზები ეროვნულ დონეზე გამარჯვებულთათვის თითოეულ ქვეყანაში:

I ადგილი - 5,000 ევრო
II ადგილი - 3,000 ევრო
III ადგილი - 1,500 ევრო.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.quarrylifeaward.ge

საერთაშორისო კონკურსზე თითოეულ კატეგორიაში თითოეული პროექტისთვის დაწესებულია პრიზი 10 000 ევროს ოდენობით, მათ შორის საუკეთესო პროექტის ავტორი კი 30 000 ევროთი დაჯილდოვდება.

ეროვნული ჟიურის წევრები არიან:

** ხათუნა გოგალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
** პროფესორი დავით თარხნიშვილი - ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
** გიორგი ლებანიძე - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი
** თამაზ გამყრელიძე - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი
** ირაკლი მახარობლიძე - "ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი.

ბანერები