ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გსურთ, უმასპინძლოთ საზაფხულო სკოლის სტუდენტებს?

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლებისთვის იწვევს დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებსაც შეუძლიათ 8 დღის მანძილზე (27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე და 11 სექტემბერს) შესთავაზონ ოთახი და საუზმე უცხოელ სტუდენტს. საზაფხულო სკოლის: სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა შემთხვევაში გერმანელი სტუდენტები იხდიან საუზმის საფასურს 80 ევროს, ხოლო საზაფხულო სკოლისთვის საქართველოს კვლევები საზაფხულო სკოლა იხდის 150 ლარს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ექსკურსიებში და თბილისში გამართულ შეხვედრებში.

სტუდენტმა უნდა იცოდეს სასაუბრო გერმანული ან ინგლისური. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ 8 აგვისტომდე: გიორგი ჩანტლაძე gchantladze@iliauni.edu.ge, ლევან ღამბაშიძე levan_ghambashidze@iliauni.edu.ge.

ბანერები