ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გრძელდება განაცხადების მიღება “კონსტიტუციისა და დემოკრატიის” პროგრამაზე

განცხადებები

პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, გრძელდება განაცხადების მიღება  სამართლის სკოლის „კონსტიტუციისა და დემოკრატიის“ პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწვევს სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებსა და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებს პროგრამაში - „კონსტიტუცია და დემოკრატია“მონაწილეობის მისაღებად;

პროგრამის  მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნას სასწავლო პროგრამა „კონსტიტუცია და დემოკრატია“  -  როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტი;

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები, სამართლის სკოლის თანამშრომლებთან, პროფესორებთან და მასწავლებლებთან ერთად, შექმნიან საგაკვეთილო მასალას, დაამუშავებენ მეთოდიკას და მოამზადებენ საკითხავ ლიტერატურას, ხოლო პროგრამის მომდევნო ეტაპზე სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ  გაკვეთილების პილოტირების პროცესში, რაც ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;

მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ შერჩევითი ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ჩაერთვებიან პროგრამაში.

სტუდენტების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:   პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება  CV-ების გადარჩევის საშუალებით,  ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება გასაუბრების სახით;

სულ შეირჩევა 20 მონაწილე.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: nino.chelidze.1@iliauni.edu.ge

CV-ის მიღების ბოლო ვადა:22 ოქტომბერი.

გასაუბრების ჩატარების თარიღი:23-24 ოქტომბერი.

პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სერტიფიკატებს.

ბანერები