ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე

საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევეთ ალენ პეკარ ლემპერერის და ორელიან კოლსონის წიგნის "მოლაპარაკების მეთოდები" ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე 2009 წლის 22 ოქტომბერს 18 : 30 საათზე. თქვენ საშუალება გექნებათ, შეხვდეთ ბატონ ორელიან კოლსონს და მის მთარგმნელებს, ქალბატონებს - ნატალია მაჭარაშვილსა და თინათინ ღარიბაშვილს. ბატონმა ორელიან კოლსონმა, Pპარიზის ESSEC ბიზნესის სკოლის, კომერციისა და მართვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული სკოლის პროფესორმა და ევროპაში მოლაპარაკებების კველევისა და სწავლების ინსტიტუტის (IRENE) დირექტორმა, თბილისში, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში ჩაატარა სამდღიანი საპილოტე სემინარი საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირებისათვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, მიუსოს დარბაზი. გუდიაშვილის ქ. 10

ბანერები