ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გიწვევთ თამაშში "მოაზროვნე ეკონომისტები"

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი, მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი FESC-ი და სტუდენტური თვითმმართველობა  ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს გიწვევთ თამაშში „მოაზროვნე ეკონომისტები“ მონაწილეობის მისაღებად.

შექმენით 4 - კაციანი გუნდი და გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელ.მისამართზე: fesc@iliauni.edu.ge. სარეგისტრაციო ფორმა  იხილეთ მიბმულ ფაილში ან დარეგისტრირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ოთახში С 315, ასევე E 305 -ში 13:00 სთ-დან 16:00სთ-მდე.  რეგისტრაცია იწარმოებს 23.05.2012-დან  30.05.2012-მდე.

გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ „მოაზროვნე ეკონომისტების“  სპონსორები.

თამაშის მოკლე აღწერა

1 ტური – კითხვები მენეჯმენტიდან, მარკეტინგიდან და ეკონომიკიდან;
2 ტური – შავი ყუთი;
3 ტური – კაპიტანი ირჩევს გუნდიდან ერთ-ერთ წევრს,  რომელიც მარტო პასუხობს დასმულ ბლიც შეკითხვებს.

გამარჯვებულებს დააჯილდოებენ – ფიტნეს ჰოლი, ბოულინგ ცენტრალი, დელტა კლუბი, პალიტრა ელი, დიოგენე.

ბანერები