ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ღია საზოგადოების ინსტიტუტის სტიპენდიები

განცხადებები

ღია საზოგადოების ინსტიტუტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგის ინიციატივის (CARTI) ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად.
CARTI მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ახალგაზრდა მკვლევარებს კვლევით საქმიანობაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებს სამხრეთ კავკასიის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, ავღანეთიდან და მონღოლეთიდან.

CARTI-ს ფარგლებში გაიცემა ორი ტიპის სტიპენდია:
Junior Fellowships - ეს სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომლებიც სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხებიან არაუგვიანეს 2010 წლის დეკემბრისა.
Senior Fellowships - ამ ტიპის სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევართათვის, რომლებმაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს მაქსიმუმ 5 წლის წინ და ამჟამად ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.soros.org/initiatives/hesp/news/carti-call-20100810 ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითრებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები