ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ღია ლექცია და სემინარი კლინიკურ ფსიქოლოგიაში

ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ცენტრისა და თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი გერჰარდ ბლაშე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

2009წ. 18 ივნისი, 17:00 საათი - ლექცია კლინიკურ ფსიქოლოგიაში თემაზე "ბიოფიდბეკი, როგორც ინტერვენციის მეთოდი კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ბიჰევიორალურ მედიცინაში".

2009 წ. 19 ივნისი, 10:00 - 17:00 საათი - პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით "ბიოფიდბეკის პრაქტიკა" ; განიხილება ფსიქოფიზიოლოგიური სტრესის ტესტები და მკურნალობის მეთოდები. (დასწრება შეზღუდულია, მსურველები წინასწარ ჩაეწერეთ. ტელ: 899. 11 83 38

ღონისძიება გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში
მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკთან)

 


რა არის ბიოფიდბეკი?
ბიოფიდბეკს დასავლეთის იოგას უწოდებენ;
ბიოფიდბეკი თერაპიული მეთოდია, რომელიც ადამიანს საკუთარი სხეულის პროცესების კონტროლის მიღწევაში ეხმარება. ეს მეთოდი სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების - სტრესი, ჰიპერტენცია, თავის ტკივილი, შფოთის დარღვევები, ინსომნია, ქრონიკული კუნთური დაძაბულობა, ასთმა, ყურადღების დეფიციტი, ცირკულაციური პრობლემები - მკურნალობასა და მართვაში გამოიყენება. ეს არის კომპლემენტარული თერაპია, რომელიც დაავადებისა და სიმპტომების ძირითად მკურნალობასთან ერთად მიმდინარეობს.
ბიოფიდბეკი მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკებს, რომლის ამოცანაა უზრუნველყოს ადამიანისათვის სხეულის პროცესების ფიზიოლოგიური უკუკავშირი (ფიდბეკი), რომელსაც იგი ჩვეულებრივ არ აცნობიერებს. ბიოფიდბეკის დროს გამოიყენება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ადამიანს ცნობიერად მართოს და დაარეგულიროს სხეულის პროცესები: გულის ცემის სიხშირე, წნევა, ტემპერატურა, კუნთური დაჭიმულობა, სუნთქვა, თავის ტვინის აქტივობა.
ადამიანს სხეულის სხვადასხვა ადგილზე (მხრებზე, თითებზე, ზურგზე, თავზე) ბიოფიდბეკის აპარატის სენსორები უმაგრდება; სხეულიდან წამოსული ელექტრული იმპულსები კომპიუტერის მონიტორზე სხვადასხვა გრაფიკული ცვლილებებით გამოისახება. ამ უკუკავშირის საშუალებით ადამიანი სწავლობს ფიზიოლოგიური პროცესების სასურველი მიმართულებით შეცვლას, ურთიერთდამოკიდებული სხეულისა და ფსიქიკის პროცესების მართვას.
თითოეულ ინდივიდს უნიკალური ფსიქოფიზიოლოგიური პატერნები აქვს, რომელიც წლების განმავლობაში სტრესის მიმართ აკომოდაციის პროცესს ასახავს.კლინიცისტი ჯერ ადგენს ზოგად ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის სურათს და შემდეგ ახდენს ფოკუსირებას შესაბამის ფიზიოლოგიურ სისტემაზე. ბიოფიდბეკის ტრენინგის გზით კლიენტი თვით-რეგულაციის უნარებს ავითარებს, რაც სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემისა და სიმპტომის მართვაში აისახება.

 

 

ბანერები