ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ღია კარის დღე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის და ხელოვნებისა და მეცნიერების საბაკალავრო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ როგორც უნივერისტეტის საიტზე - www.iliauni.edu.ge , ასევე ღია კარის დღეებზე, რომელიც გაიმართება ამა წლის 14 და 15 მარტს 12.00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101 აუდიტორიაში, შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32.

შეხვედრის დროს აბიტურიენტებს და მათ მშობლებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან როგორც ფაკულტეტების დეკანებს და პროფესორებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.


ბანერები