ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გერმანული ენის ავსტრიული საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის(OSD) ჩატარების თარიღისა და გამომცდელთა განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ენების ცენტრის დირექტორის ნ. ცინცაძე- დე ბიაზის 2010 წლის 4 მარტის №02-2271/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე

ვბრძანებ

1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის ავსტრიული საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის (ÖSD) წერითი და ზეპირი ნაწილი ჩატარდეს 2010 წლის 17 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით.
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის ავსტრიული საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა (ÖSD) ჩატარდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის შენობაში, ჩოლოყაშვილის 3/5.
3. გერმანული ენის ავსტრიული საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის (ÖSD) ჩატარება დაევალოს ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:
გამოცდის კომისიის თავმჯდომარე - მზია გალდავაძე;
გამომცდელები:
ნარგიზა ცინცაძე -დე ბიაზი;
ანა ბაკურაძე;
ნანა ორდინიძე;
ასისტენტები:
მზევინარ ჭუმბურიძე;
ნინო გალდავაძე.
4. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს ამ ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის საჯარო წესით გაცნობა.
5. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაევალოს ამ ბრძანებაში მითითებული ინფორმაცია განათავსოს უნივერსიტეტის ვერგვერდზე.
6. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს, მიაწოდოს ამ ბრძანების ასლები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ენების ცენტრსა და ამ ბრძანებაში მითითებულ პირებს.

რექტორი                                                                          გიგი თევზაძე

 

 

ბანერები