ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ნოემბერს, 17:00 საათზე, A101 ოთახში დაგეგმილია გერმანიის პარლამენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა.
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ბერლინში გაიარონ 5-თვიანი პრაქტიკა და უშუალოდ გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.
აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
წინაპირობა:

  • საქართველოს მოქალაქეობა
  • უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი
  • გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
  • სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში 30 წლამდე ასაკი

საბუთების მიღება: 30 ივნისამდე

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართულ ფაილი.

ბანერები