ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გერმანელი სტუდენტების მასპინძლობა

განცხადებები

პატივცემულო სტუდენტებო,

გეძლევათ უნიკალური შანსი, დაუმეგობრდეთ უცხოელ სტუდენტებს, შეიძინოთ ინტერკულტურული კომუნიკაციის გამოცდილება, გაიუმჯობესოთ უცხო ენაზე (გერმანულად ან ინგლისურად) ლაპარაკის უნარი და თქვენი წვლილი შეიტანოთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

ალბათ მოგეხსენებათ, რომ ილიას სახელმწინო უნივერსიტეტში ამა წლის 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე ჩატარდება საზაფხულო სკოლა გერმანელი სტუდენტებისთვის (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=9010). საზაფხულო სკოლის ფორმატით გათვალისწინებულია მონაწილეების დაბინავება ქართველ სტუდენტებთან, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნონ ქართულ სინამდვილესა და ყოველდღიურობას. მასპინძელი ვალდებულია, უზრუნველჰყოს სტუმარი ჩვეულებრივი საუზმით, საწოლითა და თბილი წყლით ბანაობის შესაძლებლობით. ასევე სასურველია, მასპინძელი ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას. სტუმარი თბილისში გაჩერდება 14 დღის განმავლობაში და გადაიხდის 140 ევროს. რადგანაც საზაფხულო სკოლის პროგრამა ძალზე დატვირთულია, ერთმანეთთან საურთიერთობოდ სტუმარ-მასპინძლის განკარგულებაში მხოლოდ საღამოები იქნება.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, გთხოვთ მისწეროთ საზაფხულო სკოლის კოორდინატორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის ხელმძღვანელს,  გიორგი ჩანტლაძეს (gchantladze@iliauni.edu.ge) თქვენი მონაცემები:

სახელი და გვარი
რომელ უცხო ენას ფლობთ?
მისამართი
ტელეფონის ნომერი


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტური სერვის ცენტრი
ჭავჭავაძის გამზ. №32
თბილისი, საქართველო
ტელ:(+995 32) 29 47 11
ვებგვერდი: www.Iliauni.edu.ge

ბანერები